|
2017-12-23 16:54:08, 2255 ნახვა
საზოგადოება
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულბას იუმორისტული შოუს წევრები და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ესტუმრნენ
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დამდეგი შობა-ახალი წელი დღეს იუმორისტული შოუს მსახიობებმა და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მიულოცეს. მსახიობები ლევან კვარაცხელია, ლევან გოგორელიანი, თემურ მჟავია და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ წევრები - რევაზ ბლიაძე და ლევან ხოტივარი დაწესებულებას პირადად ესტუმრნენ და იუმორისტულ ნომრებთან ერთად, სიმღერებიც შეასრულეს. სტუმრებმა იუმორისტულ ჟანრში მუშაობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხეს. მსახიობ თემურ მჟავიას განცხადებით, საზოგადოების მხარდაჭერა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „როცა ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად, ახლობლების გარემოცვაში ხვდება, მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ჩვენი გვერდით დგომა იგრძნონ. აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული გარემო და პირობები სახელმწიფოს მხრიდან ამ ახალგაზრდების მიმართ ზრუნვაზე მიუთითებს. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ მოვიდეთ და მათთვის ღონისძიებები გავმართოთ“, - განაცხადა თემურ მჟავიამ. „რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელის რევაზ ბლიაძის განცხადებით, მისი ჯგუფი მზადაა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროსთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს და დაწესებულებაში სამომავლოდ, კონცერტიც გამართოს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)