|
2017-12-23 16:07:55, 2338 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ხვალ საახალწლო ქალაქში მისულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვდეთ. „ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია მობრძანდეს შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს სადღესასწაულო დღეები. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა აქ და ვფიქრობ თბილისელები კმაყოფილები დარჩებიან აქ გატარებული დღეებით“,- განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ცნობით, საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ყოველდღე დილის 10 საათიდან, ღამის 12 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. ასევე დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც. დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)