|
2017-12-22 17:36:54, 1801 ნახვა
საზოგადოება
ხანდაზმულთა პანსიონატში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში წინასაახალწლო ღონისძიება გამართა. პანსიონატის 56 ბენეფიციარს დამდეგი ახალი წელი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და პროგრამა „ორი თაობის“ მონაწილეებმა მიულოცეს. წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში ორ თაობას შორის ნარდსა და ჭადრაკში შეჯიბრიც გაიმართა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადაეცათ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით პროგრამა „ორი თაობა“ აღნიშნულ პანსიონატში მესამე წელია მიმდინარეობს. მისი მიზანი ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა. სკოლის მოსწავლეები, მოხალისეობრივ საწყისებზე, ხანდაზმულთა პანსიონატს ყოველკვირეულად სტუმრობენ და მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაში. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარებაა, რომ მათ შეძლონ თავისუფალი დრო უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)