|
2017-12-22 14:50:45, 1883 ნახვა
საზოგადოება
ლეღვთახევში ლითონის დროებითი კონსტრუქციები მოეწყო
თბილისის ტურისტულ ზონაში, ლეღვთახევში, დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ლითონის დროებითი კონსტრუქციები - საფეხმავლო ხიდები და პერგოლა მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობაზე კრწანისის რაიონის გამგეობამ ლეღვთახევში კლდის ფრაგმენტების ჩამოშლის შემდეგ მიიღო, რის გამოც, საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. მათივე ცნობით, კონსტრუქციების მოწყობამდე, ხევში კლდე გამოფიტული ქანებისგან გაიწმინდა. კრწანისის გამგეობა მონიტორინგს პერიოდულად აწარმოებს და ალპინისტების დახმარებით, კლდეს იმ ფრაგმენტებისგან ასუფთავებს, რომელთა ჩამოშლის საშიშროებაც არსებობს. მომავალი კვირიდან ლეღვთახევში ბილიკებზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და დამთვალიერებლები გადაადგილებას ახალი საფეხმავლო ხიდებით შეძლებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)