11:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 00:56:37, 1776 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად

„მერაბიშვილის საქმის ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებთან შედარება შეუძლებელია", − ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას.

„აქ მოყვანილი იყო ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეები. ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს და ამგვარ განცხადებებს შეცდომაში შეჰყავდეს, ამიტომ განვმარტავ: ამ ორი საქმის მერაბიშვილის საქმესთან შედარება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან ქალბატონი ტიმოშენკო ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა, რომ დიახ, თქვენი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო თვითნებური და უკანონოო და 2 ნაწილში დაუდგინა მე-5 მუხლის დარღვევა. ლუცენკოს საქმეზე, რომელიც აცხადებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება, შემდეგ წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება, შემდგომი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა სრულიად საპირისპირო. ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, საქართველოს მთავრობა, ვიყავით მოპასუხე. მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს მსგავსად, ისიც უკანონოდ დააკავეს და უკანონოდ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ კი თქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ მასალები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება და შემდგომი პატიმრობა იყო კანონიერი. თუ ჩვენ ამისი დანახვა არ გვინდა, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი პრობლემა. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემოგთავაზოთ, არის ის, რომ სპეკულაციებით კი ნუ დავკავდებით, არამედ დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას და შემდეგ გავაგრძელოთ ეს მსჯელობა, მაგრამ საზოგადოებას ნუ ეტყვით, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებზე დადგა ერთი და იგივე შედეგი. ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის ყველა დღე სტრასბურგის სასამართლომ აღიარა კანონიერად! ეს არის პასუხი და მეტი ამ კითხვაზე არაფერი არ შეიძლება ითქვას", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics