|
2017-12-21 21:02:54, 2076 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: ღვინის სექტორში არსებული წარმატება აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში
„ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუიდებლობის პირობებში“, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავენ. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროში 2012 წლიდან 2017 წლამდე განხრციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობეში სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართულებით მიდგომები მკვეთრად შეიცალა. მისი თქმით, პროგრამების ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია და შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. წარმატებულ სფეროებზე საუბრისას ლევან დავითაშილმა ღვინის სექტორი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ სფეროში არსებული წინსვლა აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუიდებლობის პირობებში, „წელს 70 მილიონ ბოთლზე მეტი ექსპორტი გვაქვს და ველოდებით, რომ წლის ბოლო მონაცემებით 80 მილიონს მივაღწევთ. ეს არის აბსოლუტური რეკორდი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებობის პერიოდში. საქართველოში ამდენი ყურძენი არასდროს გადამუშავებულა. ხაზგასასმელია ისიც, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიულად დაახლოებით 60 ათასი ტონა მუშავდებოდა, რეგულარად ჩვენ უკვე გვაქვს 140–150 ათასი ტონის ინდუსტრიული გადამუშავება. ასევე აღსანიშნაია, რომ 5 ათასი ახალი ჰექტარი ვენახი გაშენდა ბოლო პერიოდის განმავლობაში,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)