11:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 23:42:07, 1966 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: მე ნამდვილად ვნანობ - ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

„სამწუხაროდ, ხანდახან ხდება, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან დაპირისპირებისას მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს. სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. მე ნამდვილად ვნანობ ამას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. მათ სამწუხაროდ, ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთელ ვუხდი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics