|
2017-12-20 16:55:16, 2212 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე ყურადღება გაამახვილა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გამოსვლისას მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე ყურადღება გაამახვილა, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. „მოქალაქეებს შეუძლიათ, რეფორმის ფარგლებში ისარგებლონ ამ ნოვაციით, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრი პროაქტიულად მოიძიებს საჭირო დოკუმენტებს. დღეისათვის მოქალაქეების მომართვის საფუძველზე უკვე 340 000 ნაკვეთი არის წარმატებით რეგისტრირებული, რაც ერთი-ორად მეტია, ვიდრე იმავე პერიოდში ჩვენ შევძლებდით, დაგვერეგისტრირებინა, რამდენადაც ადრე ეს პროცედურა იყო ფასიანი, იყო ბევრი ბარიერი, მოქალაქეს თვითონ უნდა მოეძებნა დოკუმენტები. რეფორმა გრძელდება მომავალი წლის პირველ ივლისამდე, თუმცა, ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიფიქროთ, ამ რეფორმის კანონის ზოგიერთი დებულება ხომ არ შემოვიტანოთ სამუდამოდ, იმისათვის, რომ საჯარო რეესტრს მომავალშიც ქონდეს პროაქტიულობის საშუალება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)