23:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:26:08, 2207 ნახვა

სამართალი
ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსება გრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უწყების ძირითადი პრიორიტეტები გამოყო.

თეა წულუკიანმა დეპუტატებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შედეგები გააცნო.

“2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და დახმარებისათვის გრანტების სისტემით გაიცა ნახევარი მილიონი ლარი. ამ თანხით 110-მდე ყოფილი პატიმრის, მათ შორის 30-მდე ქალის, ბიზნესიდეა დაფინანსდა. ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამები გაგრძელდება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ. რეციდივის მაჩვენებელი პროგრამაში აქტიურად ჩართულ ათასობით ბენეფიციართან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ 4%. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics