|
2017-12-20 14:54:58, 1813 ნახვა
საზოგადოება
ჩხენკელი: უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება მოხდება
პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა, უმაღლესებისთვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება. „ამოქმედდება ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების სტანდარტებთან თავსებადი მოდელი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით კი, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, გაცილებით ეფექტური მექანიზმი. დიდი ყურადღება დაეთმობა დისტანციური სწავლების დანერგვას, რაც გულისხმობს როგორც უცხოელი პროფესორების რესურსის გამოყენებას, ასევე შესაძლებლობას საზღვარგარეთ ქართველმა პროფესორებმაც წაიკითხონ ონლაინ ლექციები საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით“,-აღნიშნა ჩხენკელმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუსა“ და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს, რომლის შედეგად, ქუთაისში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)