|
2017-12-20 14:10:22, 2128 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საზღვარზე სახის ამომცნობი კამერები მონტაჟდება
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარზე სპეციალიზირებული კამერები მონტაჟდება. გახარიას განმარტებით, საერთო ჯამში საზღვარზე 400-მდე ასეთი კამერა განთავსდება. „მინდა გაგახაროთ, რომ საზღვარზე კამერების აღჭურვის კომპონენტში ცოტა უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯს ვაკეთებთ და საზღვარზე იქნება სპეციალიზირებული კამერები დამონტაჟებული, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე. პროცესი ახლა მიმდინარეობს. გარკვეულ ადგილებზე უკვე დგას, დაახლოებით, 400-მდე ასეთი კამერა განთავსდება, ერთ-ერთ საგამოძიებო პროცესში დაგვეხმარა კიდეც ძებნილი პიროვნების აღმოჩენასთან დაკავშირებით. არის სპეციალიზირებული კამერები, სახის ამომცნობი კამერები, რომლებიც აფიქსირებენ და იდენტიფიცირებას ახდენენ ძებნილი პიროვნების. ეს იქნება ისეთ ადგილებზე, რომლებიც გამოავლენს სამართალდამრღვევებს, ან არასასურველ პირს და მოხდება მათი იდენტიფიცირება“,-განაცხადა გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)