|
2017-12-20 13:40:35, 1766 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული განათლების ბაზაზე სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება გახდება შესაძლებელი
პროფესიული განათლების მიმართულებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახალი პროფესიის დასაუფლებლად პირობების შექმნაზე. ასევე, პროფესიული განათლების კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებაზე მორგებაზე და დუალურ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გაგრძელებაზე. განათლების მინისტრობის კანდიდატის თქმით, ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა. „ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაიწყება პროფესიული და ზოგადი განათლების სფეროთა ინტეგრირების პროცესი. საბაზო სწავლების დონეზე პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობები, ხოლო საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლება მოზარდებს დასაქმების სფეროსთან დაახლოებაში დაეხმარება. განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კავშირები, დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები. მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამების დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ სკოლის ატესტატის ექვივალენტური სერთიფიკატი მიიღონ“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)