|
2017-12-20 12:45:27, 1764 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: 2013-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების შესახებ ისაუბრა. როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2013-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა ქონდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. „სავალუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 2018-2022 წლებში საშუალოდ 4.9%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. ამასთან, პირველმა ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ასეთი კარგი მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა რეალურად აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და საგარეო ფაქტორების გამკლავების შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)