|
2017-12-20 11:28:30, 1781 ნახვა
კომენტარი
გახარია: კრიმინალური პოლიციისა და საზღვრის დაცვის კომპონენტის რეფორმა უახლოეს თვეებში დაიწყება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდომარეობით შს სამინისტრო არსებულ გამოწვევებს აცნობიერებს. როგორც გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გამოწვევებიდან გამომდინარე, პრიორიტეტის მიხედვით დალაგდა ის სასწრაფო რეფორმები, რომელთა გატარებაც მნიშვნელოვანია: „ეს გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზღვრის კომპონენტი და საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება. არის შინაარსობრივი და ხარისხობრივი კომპონენტები, რომლებიც მუდმივად პარალელურად იმუშავებს ამ რეფორმებთან ერთად ისეთები, როგორიც გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სერვისების გაძლიერება და ადამიანური რესურსების მართვა. ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც ახლა ვაფიქსირებთ.კრიმინალური პოლიციის და საზღვრის დაცვის კომპონენტის რეფორმა დაიწყება უახლოეს თვეებში და იმედი გვაქვს, მსგავსი მიდგომით შედეგები გვექნება და დაახლოებით 6-12 თვის პერსპექტივაში“,-განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)