|
2017-12-19 17:47:20, 1979 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგებელი მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული ინფრასტრუქტურა ვანდალურად არ დააზიანონ
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსთან მოწყობილ ახალ სკვერში, სადაც საბავშვო ატრაქციონი დააზიანეს, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოში ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ. ნოდარ ტურძელაძემ და გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებს მოუწოდეს, არსებულ ინფრასტრუქტურას უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და ვანდალურად არ დააზიანონ ის ინვენტარი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოს ჰქმნის. „ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, სრულიად ახალი სკვერი გავხსენით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოეწყო. დღეს, სკვერში ვანდალურადაა დამტვრეული საბავშვო საქანელა, მეორე კი - მოპარულია. ეს სამწუხაროდ, ერთადერთი შემთხვევა არ არის. სხვადასხვა სკვერებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი ვანდალიზმი ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, დაზიანებულ ინვენტარს აღვადგენთ, თუმცა, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, რადგან ის უფრო დიდხანს გამოადგეს ჩვენს ბავშვებს. გთხოვთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ვანდალიზმის გამოვლენისგან“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)