|
2017-12-19 17:42:20, 1887 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსახური ავრცელებს. ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს დაფუძნდა და დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე 470 ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ. "სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ფონდი საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების" ამოქმედებას და ალტერნატიული რესურსების მობილიზაციას ისახავს მიზნად, რომელიც ძირითადად, 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად მიიმართება",-ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)