22:12 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 11:34:23, 2125 ნახვა

სამართალი
Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

თბილისის პროკურატურამ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, - ამის შესახებ ქებურიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სამართალდამცველებმა გიორგი ქებურია ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, რეპერ მიხეილ მგალობლიშვილთან ერთად, 7 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

რეპერები აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის  პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა. 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გაათავისუფლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics