00:02 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-17 18:07:27, 2081 ნახვა

საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის-ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის  ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი,საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

საცხოვრებელი ბინა ფონდმა "ქართუმ" შეიძინა.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics