14:43 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 11:38:28, 2103 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრები ხვდება.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას განიხილავენ.

მისივე თქმით, საუბარი საგადასახადო ცვლილებებსაც შეეხება.

"ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალ ფინანსთა მინისტრთან. შეკითხვები ძირითადად შეეხება ამ წლის ბიუჯეტის შესრულებას. 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვას, მაკროეკონომიკურ პრეზენტაციას, რომელიც ფინანსთა სამინისტომ მოამზადა იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც ჩვენი წევრებისთვის ძალიან საინტერესოა და საიდანაც კონკრეტული დასკვების გამოტანა შეიძლება. ასევე საუბარი შეეხება გარკვეულ საგადასახადო ცვლილებებს, რომელიც ახლა გადაეგზავნა პარლამენტს. იქნება ძველი საკითხების განხილვა, რომელიც მნიშვნელივანია მათ შორის დღგ-ს ავანსების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთხელ წამივწიეთ წინა პერიოდში. დღესაც ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის აქტუალურობას და ძველ რეჟიმზე დაბრუნებას ხაზს გავუსვამთ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომდევნო სამუშაო პროცესებში გამოვკვეთილი საკითხები უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული და სპეციალური ჯგუფებუსა და ჩვენი კომიტეტის გავლით მოხდეს ამ საკითხების კონკრეტულ შედეგბამდე მიყვანა.

საგადასახადო კუთხით წინა პერიოდში ძირითადი შენიშვნები გათვალისწინებული, ამჟამად მხოლოდ კორექტირებებია გასაკეთებელი, რომელიც იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც ბირჟაზე საჯარო შეთავაზებებს აკეთებენ. ამ მიმართულებით ვიცით, რომ ცვლილებების პაკეტი შემუშავებულია და გადაიგზავნება",- განაცხადა ასლანიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics