|
2017-12-08 12:30:12, 1736 ნახვა
საზოგადოება
ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის საკითხებზე ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა ინტენსიურ სწავლებაში მიიღეს, რომელიც „ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის სავაჭრო წესებსა და ბაზრებზე წვდომის“ საკითხებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ჩაატარეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა. უწყების ცნობით, ტრენინგ-სემინარი მიზნად ისახავდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული სოფლის მეურნეობის შესახებ, სავაჭრო წესების გაგებას და განხორციელებას, ასევე, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმებისა და ამ სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე - ფართო სპექტრის დისკუსიის წარმართვას, რაც სამომავლოდ, მიმართულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის განვითარებისაკენ. სემინარი, ასევე მოიცავდა საბაზრო წვდომის პრობლემების სხვადასხვა ასპექტებსა და ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობას. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება დაეთმო ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილს, რომელიც ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტისათვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებთან და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, შესაბამისად, ქართული სასურსათო პროდუქტების ექსპორტისთვის სოფლის მეუნროების სამინისტროში შემავალი სტრუქტურები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მსგავსი სახის სწავლებები კი ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას. სემინარში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარული ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე, ამავე სექტორის ინსტიტუტებმა მიიღეს, რომლებიც ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებენ. (NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)