|
2017-12-06 11:52:44, 2127 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკი საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
თიბისი ბანკი 2017 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა „The Banker" მიანიჭა. აღიარება თიბისი ბანკმა ძლიერი ფინანსური შედეგების, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტისა და საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო. „ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებას და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ახალი გამოწვევებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო საბანკო სერვისები შევთავაზოთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისი ბანკმა „The Banker" -ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეცხრედ მიიღო. გავლენიანი ფინანსური გამოცემა "The Banker", რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)