17:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-03 15:48:37, 2109 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 20 საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში 2017 წლის განმავლობაში საბავშვო გასართობი მოედანი 20 მისამართზე მოეწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებაში განხორციელდა.

მათივე ცნობით, ე.წ. კადეტთა კორპუსებში მოწყობილი საბავშვო გასართობი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. 

სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკის მოედანზე დამონტაჟდა ატრაქციონები, საბაღე სკამები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ დევნილთა ჩასახლებაში სულ 250 ოჯახი ცხოვრობს.

კონკრეტულად ამ მისამართზე განხორციელებული პროექტის ღირებულებამ 39 663  ლარი შეადგინა.

სულ 20 საბავშო გასართობი მოედნის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 393 515 ლარი გამოიყო.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics