|
2017-11-29 18:59:44, 1647 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ EIB ჯგუფთან 94 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
„თიბისი ბანკმა“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (EIB Group) 94 მილიონი ევროს ღირებულების ორ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 80 მილიონი ევროს ღირებულების საგარანტიო ხელშეკრულება „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის“ (InnovFin) საქართველოში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას მოხმარდება, ხოლო 14 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) მიკრო საწარმოების განვითარების ხელშეწეყობას ითვალისწინებს. „InnovFin“ საგარანტიო ხელშეკრულება დააზღვევს თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. ხოლო, მეორე საგარანტიო შეთანხმება „EU4Business“ კი გაცემული სესხის-70%-ს.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ამ სექტორის ზრდას, კონკურენტუნარიანობასა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა. „ევროპის საინვესტიციო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი პიერ ლუიჯი გილბერტი საქართველოში ორი საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერას მიესალმება:
„ევროპის საინვესტიციო ფონდი“ „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ ნაწილია. მისი ძირითადი მისია ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა მათთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე დახმარების გზით. „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ ევროკავშირის გრძელვადიანი სასესხო ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ინსტიტუტია, რომელსაც ფლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ის ხელმისაწვდომს ხდის გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის, რათა ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მიღწევას შეუწყოს ხელი. (NS)
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულებების ხელმოწერა „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან“ ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის მნიშვნელოვანია ეტაპია. საგარანტიო პროდუქტების მოცულობა და სტრუქტურა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებასა და განვითარებას. ქართულ საფინანსო სექტორში საგარანტიო საშუალებების შემოტანა მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის ზრდისთვის. მოხარული ვართ, რომ „ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ და „ევროპის საინვესტიციო ფონდთან“ ჩვენი წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ მეტ გარიგებას განვახორციელებთ მომავალში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც გარანტიას იძლევა ევროპის საინვესტიციო ბანკი და შესაბამისად ჩვენ ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო უკეთეს პირობებში უფრო გაზრდილი მასშტაბებით დავაფინანსოთ ქართული კომპანიები“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის თქმით, „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ამ სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს:
„თიბისი ბანკი წამყვანი ქართული ბანკია, რომელიც აქტიურად აფინანსებს მცირე და საშუალო საწარმოებსა და კომპანიებს. დღევანდელი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბანკს, გააფართოვოს თავისი დაფინანსების არეალი, რაც სარგებელს მოუტანს ქართულ კომპანიებს“,-აღნიშნა „ევროპის საინვესტიციო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ ლუიჯი გილბერტმა.



epn.ge (@expressnews.ge)