|
2017-11-27 14:42:36, 1572 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „მისასალმებელია სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია“. „24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით. არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, სხვადასხვა კოალიციებისა და მოძრაობის უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით. ამ პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც თბილისში მოქმედი, ასევე რეგიონული ორგანიზაციების პოზიციები. მისასალმებელია ასევე, სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია. ნინო ლომჯარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატებთან ერთად, გამოირჩევა პრინციპულობით, მაღალი კვალიფიკაციითა და კარგი რეპუტაციით. იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს, რაც გაზრდის სახალხო დამცველის ლეგიტიმაციას“,-ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას შემდეგი არასამთავრობოები აწერენ ხელს: კავშირი „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი , ფონდი ღია „საზოგადოება საქართველო“ და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)