12:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-26 14:21:55, 1985 ნახვა

საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენეს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელის ივანე გოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარიდან გამოასვენეს. მას  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

 „მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. იქიდან გაომდინარე, რომ ყევლაზე დიდი დანაკლისი იყო ოჯახისთვის. ჩვენი ქევყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“,-აღნიშნა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ერთჯერადად კომპენსაციის სახით, 100 000 ლარი, ხოლო ყოველთვიურად  1000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწფიო დაფარავს.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზრიზე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics