10:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 14:57:23, 1930 ნახვა

საზოგადოება
ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტს კერძო და სახელმწიფო აღმასრულებლები გაეცნენ

ახალი სააღსრულებო კოდექსისა და სააღსრულებო სისტემის ახლებური მოწყობის პროექტს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები, კერძო აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ის ნოვაციები და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქართულ სააღსრულებო სისტემა და აღსრულების ეროვნული ბიურო უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება.

აღმასრულებლებს ახალი კოდექსის პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ და კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა გააცნეს. პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კოდექსით ქვეყანაში თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სააღსრულებო სისტემა შეიქმნება. 


საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება;

სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება. ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის ირგვლივ საჯარო განხილვები და მისი გაცნობა დაინტერესებული პროფესიული ჯგუფებისთვის კვლავ გაგრძელდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics