14:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 15:22:37, 1617 ნახვა

კომენტარი
ნარჩემაშვილი: სპეცოპერაციის დროს, მედიამ კადრების პირდაპირ ეთერში გავრცელებისგან თავი უნდა შეიკავოს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კობა ნარჩემაშვილი ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

დეპუტატის განცხადებით, მისთვის მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში გადის.

როგორც მან განმარტა, ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობა არა მარტო ხელისუფლებას, არამედ პრესასაც აქვს.

„ჩვენ  უნდა დაველოდოთ  შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების  შეფასებებს, მათ განცხადებებს, მათ გააკეთეს უკვე განცხადება.  ჩვენ მაქსიმალურად  უნდა ვეცადოთ, რომ   ხელი არ შევუშალოთ თავიანთი მოქმედებების შესრულებაში. ერთი რამ, რაც  ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავია, არის ის, რომ  პრაქტიკულად სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში გადის, პასუხისმგებლობა ზოგადად ასეთ  შემთხვევებში არ აქვს მარტო  ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა  აქვს პრესასაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. იმიტომ რომ საზოგადოების უსაფრთხოება  ყველას დასაცავია. ასეთი საგანგებო ვითარების დროს ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მედია რაღაც ადგილამდე მივიდა, ხოლო მერე  ამ გადაღებული მასალის გავრცელებისა და  პირდაპირ ეთერში გაშვებისგან  შეიძლება თავი შეიკავოს“,-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის კადრების პირდაპირ ეთერში გავრცელებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. როგორც ქარტიაში აცხადებენ, მედიას ვალდებულება აქვს, ანტიტერორისტული ქმედებები დეტალურად არ გააშუქოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics