13:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 12:59:26, 1799 ნახვა

სამართალი
გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცრაზმი სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში შტურმს დაიწყებს

გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმი კორპუსს, სადაც ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული, რამდენიმე წუთში შტურმით აიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის და სპეცრაზმის თანამშრომლები.

„ამ წამს იქ ვიყავი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ადგილზე არიან მობილიზებულები სპეცრაზმის წარმომადგენლები. რამდენადაც მე ვიცი, ისინი წუთიწუთზე კორპუსის შტურმით აღებას აპირებენ. ასევე ჩემთვის ცნობილია, რომ ყველა ბინის მცხოვრებელი კორპუსიდან არის სრულად ევაკუირებული“, - განაცხადა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სპეცრაზმსა და საპატრულო პოლიციას კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სრულად აქვთ გადაკეტილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics