|
2017-11-21 16:59:29, 1604 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს დელეგაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე ესაუბრა. თეა წულუკიანმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებს. მინისტრმა იმაზე ისაუბრა, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი როგორც გარე ძალებისაგან, ასევე შიდა ფაქტორებისაგან ბევრად ამაღლდა ბოლო წლებში, მათ შორის რეფორმის მესამე ტალღის შედეგად (საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის დანერგვა, მივლინების წესების ცვლილება, სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებებიდან დისციპლინური დევნის შესაძლებლობის ამორიცხვა, და სხვ.). შეხვედრისას დრო დაეთმო საქართველოში საარჩევნო სიების დახვეწის საკითხს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს ბოლო დასკვნით საარჩევნო სიების სანდოობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებელი სამუშაო დადებითად იქნა შეფასებული, რაც დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემის აღმოფხვრაზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში. მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხუთი წლის მანძილზე გატარებული საკანონმდებლო რეფორმები და სამომავლო გეგმებიც გააცნო, აღნიშნა, რომ რეფორმის სამი ტალღის შემდეგ იგეგმება სასამართლოში სპეციალიზებული კომერციული პალატების შექმნა. „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან, რომლის ვიზიტიც ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა შეხვედრის დასასრულ იუსტიციის მინისტრმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია თბილისში 19 ნოემბრიდან იმყოფება. სტუმრები უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, აგრეთვე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. (NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)