|
2017-11-21 16:02:21, 1865 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა ნიკო ბურის დღიური გამოსცა
საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოსცა ნიკო ბაგრატიონის, იმავე ნიკო ბურის დღიური, რომელიც წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებისას დაწერა. დღიური საქართველოს ეროვნული არქივის გამოცემათა ციკლის - „მოგონებები, დღიურები, ჩანაწერები" - პირველი ტომია. დღიურში ავტორი თავის ყოველდღიურ ცხოვრებასა და განცდებს აღწერს. 1899 წელს აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასული ნიკო ბაგრატიონის მოგზაურობას დაემთხვა ინგლისის მიერ სამხრეთ აფრიკის (ბურების) რესპუბლიკის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები. ნიკო ბური დღიურში წერს: „გამახსენდა საყვარელი საქართველო! მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი - დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა". ის ჩაერთო ომში და ბურების მხარეს იბრძოდა პოლკოვნიკის რანგში. ომის დასასრულს ტყვედ ჩავარდა და წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, სადაც მემუარებისა და მცირე დღიურის წერას შეუდგა. ომის შემდეგ ნიკო ბური საქართველოში დაბრუნდა, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დარჩა თბილისში და ოპოზიციაში ჩაუდგა ადგილობრივ ბოლშევიკებს. გადმოცემით, ის ცხოვრების ბოლო წლებში თბილისის ბაზარში სიგარეტით ვაჭრობდა. ნიკო ბურის დღიურის ორიგინალი შედგენილია რუსულ ენაზე და დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში, ნიკო ბურის პირად საარქივო ფონდში. დღიური თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ეროვნული არქივის თანამშრომელმა თამარ გაბუნიამ.
(NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)