08:32 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 14:51:22, 1588 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან აქციას მართავენ

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ  „ბავშვთა სამყაროს“  ხელმძღვანელი პირების  მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

მათ მთავარ პროკურატურასთან აქცია რამდენჯერმე გამართეს. მოვაჭრეებმა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლაც სცადეს,  თუმცა სამართალდამცველებმა  ამის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, ე.წ. ბავშვთა სამყარო 30 იანვარს დაიწვა, რის შედეგადაც მოვაჭრეების პროდუქცია განადგურდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics