08:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 11:36:12, 1480 ნახვა

საზოგადოება
რეკონსტრუქციის შემდეგ მცირე საოჯახო სახლი გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარე მცირე საოჯახო სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისისთვის, სადაც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 10 ბავშვი ცხოვრობს, ახალი ადმინისტრაციული ოთახი და შემოქმედებითი სახელოსნო აშენდა, გამოიცვალა სახურავი და სრულად  გარემონტდა  შენობის ინტერიერი– საცხოვრებელი ოთახები, სველი წერტილები და აივანი.

უწყების ცნობით, ასეთივე სამუშაოები სოფელ წილკანში მდებარე მცირე საოჯახო სახლშიც ჩატარდა.

რეკონსტრუქციის პროექტი აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით გაკეთდა და მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ აშშ–ს ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების ჯარისკაცები.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოში აშშ–ს სრულუფლებიანი ელჩი იან კელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი,  ასევე USAID–ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 მათ გარემონტებული მცირე საოჯახო  სახლი დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ შემოქმედებით სახელოსნოში ბავშვების მიერ დამზადებულ  თექის ნივთებს და ნახატებს.

გალავნის მცირე საოჯახო სახლი პროვაიდერ არასამთავრობო ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ–ჯორჯიას“  ეკუთვნის, რომელსაც საქართველოში  4 მცირე საოჯახო სახლი აქვს.

 აქ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები სახელმწიფოს დაფინანსებით, ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებულ გარემოში იზრდებიან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics