|
2017-11-18 13:29:58, 2424 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება
8 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების“ ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ციან ქემინგმა პროფესიული საქმიანობა 1987 წელს დაიწყო და შეუერთდა ჩინეთის დემოკრატიულ ლიგას. იგი ფლობს აგრონომის ბაკალავრის ხარისხს ანჰუის სოფლის მეურნეობის კოლეჯიდან, გენეტიკისა და მეცხოველეობის მაგისტრის ხარისხსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან. ქემინგი წარმატებით მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანაშემწედ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციის გენერალურ მენეჯერად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამრეწველო განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და განვითარების ინსტიტუტის დოქტორანტურის საფეხურის გენერალურ დირექტორად და ზედამხედველად. 2005 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2008 წლის სექტემბერში ციან ქემინგი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი და შემდგომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების დაგეგმვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი (ასევე ეროვნული სასოფლო-სამეურნეო რესურსების დაგეგმვის ოფისის დირექტორი). 2013 წლის დეკემბერში გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ეკონომისტი, ხოლო 2015 წლის აპრილში დაინიშნა ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ. ქემინგი იყო ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე -11 და მე -12 ეროვნული კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრი და ჩინეთის დემოკრატიული ლიგის ცენტრალური კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)