|
2017-11-18 11:50:30, 2363 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო GITI 2017-ის ორი ჯილდოს მფლობელი გახდა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მე-10 საიუბილეო რეგიონულ კონფერენცია-კონკურსზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია დასრულდა. სერვისების განვითარების სააგენტომ ჯილდოები საუკეთესო IT მენეჯმენტისა და საუკეთესო მუნიციპალური ელექტრონული გადაწყვეტის ნომინაციებში მოიპოვა. კონფერენციის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენდა. ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაფუძნებული კონფერენცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს: „დღეს ჩვენ გვყავს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი, რომლებიც არა მხოლოდ მეზობელი, არამედ შორი ქვეყნებიდანაც გვესტუმრნენ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები თავიანთ სფეროში და საინტერესო პროექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობის სფეროში, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობაში, და მოქალაქეებთან ურთიერთობაში როგორ უნდა გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები... ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავუსწოროთ თვალი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას − ის, რომ ახალი ტექნოლოგიები არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც იყოს, მათ შორის, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, რასაც ემსახურება სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ცენტრების პროექტიც “, − განაცხადა მინისტრმა. კიბერუსაფრთხოების კონფერენცია უკვე მეათე წელია, ტარდება. მას მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება როგორც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებას. წელს ის რეკორდული რაოდენობის სტუმარს დახვდა − წლევანდელმა კონფერენციამ 30-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს. კონფერენციის დამსახურებით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ინოვაციური პროექტების ხარისხი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას. კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. კიბერუსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა. კონფერენცია, ტრადიციულად, წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 17 ნოემბერს დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარდგენილი.
(NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)