11:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 16:20:34, 1904 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა ნათელი გამოვლინებაა, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ

„პუტინის და ბიბილოვის დაანონსებული  შეხვედრა კრემლში, არის კიდევ ერთხელ ნათელი გამოვლინება იმისა, თუ რა დამოკიდებულება გააჩნია რუსეთს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კრემლში   რუსეთის პრეზიდენტის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დაანონსებულ შეხვედრას. 

მისივე თქმით, ეს შევედრა საქართველოსთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯია.

„მთავარი რაც აქ იკითხება არის, ის რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს,  ჩვენი ოკუპირებული რეგიონების  შემდგომი ანექსია. ღიად არის საუბარი  ე.წ. ხელშეკრულების ინტეგრაციის.  ეფექტური  იმპლემენტაცია იქნება მთავარი საგანი ამ შეხვედრის. ბუნებრივია ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს გულისხმობს  ცხინვალის რეგიონის უფრო მეტ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი მხრიდან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს ანტიანექსიული სტრატეგია, რაც სამწუხაროდ მას არ გააჩნია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics