|
2015-05-05 17:03:56, 705 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტი იანვარ-აპრილში 58%-ით შემცირდა
ღვინის ეროვნული სააგენტო აპრილის მდგომარეობით ღვინის ექსპორტის მონაცემებს აქვეყნებს. 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23.4 მილიონი დოლარის 7.9 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 58%-ით ნაკლებია. სააგენტოს ინფორმაციით, შემცირება უმთავრესად 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-76%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის კლებითაა განპირობებული. აპრილის თვე ექსპორტის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო, ვიდრე იანვარი, თებერვალი და მარტი. იანვართან შედარებით, აპრილში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. იანვარში ექსპორტი შეადგენდა 1 343 018, თებერვალში - 1 558 631, მარტში - 2 198 535 ,ხოლო აპრილში - 2 878 565 ბოთლს. მატებაა ისეთ ბაზრებზე როგორიცაა ჩინეთი - 87%, ბელარუსი - 27%, იაპონია - 9%, კანადა - 250%, დიდი ბრიტანეთი - 79%, ესტონეთი - 16%, პოლონეთი - 7%, გერმანია - 6%, აშშ - 6% და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი - 3 229 338 ბოთლი, ყაზახეთი - 1 529 688, უკრაინა - 873 516, პოლონეთი - 519 576, ჩინეთი - 494 478. ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 495 500 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 4 468 997 აშშ დოლარს აღწევს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (882 032) და უკრაინა (400 560).
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)