|
2015-05-05 14:28:57, 512 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებისთვის გაცნობით შეხვედრებს მართავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სტუდენტებისთვის გაცნობით შეხვედრებს ყოველკვირეულად გამართავს. პირველი შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცენტრისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის. „ყოველკვირეულად გაწერილ შეხვედრებზე ჩვენი ცეტრის სამმართველოების წარმომადგენლები თავიანთი საქმიანობებისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაციებს მართავენ. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გაეცნობიან როგორც ცალკეული პროგრამების მიზნებს, ისე მთლიანად დანაშაულის პრევენციაზე მიმართულ აქტივობებს. შეხვედრების მიზანია, ერთი მხრივ, სტუდენტებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ცნობადობის გაზრდა და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენცია“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი. ახალგაზრდები ინტერესდებიან როგორც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის შედეგებით, ისე ახალგაზრდული პროგრამებით, თუ როგორ მიმდინარეობს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდულმა პროგრამამ „მოხალისე“, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მოხალისეებად ჩაერთონ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო კომპანიების საქმიანობაში. ამჟამად, პროგრამა „მოხალისე“ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს 13 ქალაქში მოქმედ იუსტიციის სახლებში. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მისიაა საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)