23:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:38:13, 1997 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი FAO-ს ექსპერტს არტურ შამილოვს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს, ფიტოსანიტარიული საკითხებში ექსპერტს, არტურ შამილოვს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერებას, მავნე ორგანიზმების განვითარების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემისთვის მონაცემების შეგროვების სისტემის გაუმჯობესებას.

ასევე, გაძლიერდება მცირე ფერმერების შესაძლებლობები და უნარები მცენარეთა ადაპტირებასა და გამოყენებაში, მოხდება დაცვის ინტეგრირებული მეთოდების პოპულარიზაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics