07:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 17:13:01, 1872 ნახვა

კომენტარი
ალიბეგაშვილი: ვისურვებდი, მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს წევრებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა.

ალიბეგაშვილის თქმით, ისურვებდა, რომ მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ამაყია, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

"დიდი მადლობა მინდა გითხრათ კოლეგებს, გუნდის წევრებს, ოპოზიციონერებს, რომ ეს წლები ერთად ვიყავით. ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და ამაყი ვარ, რომ ადამიანობას ყოველთვის ვინარჩუნებდით. ვუსურვებ წარმატებას ჩემს კოლეგებს, რომლებიც აქ რჩებიან. ბევრი მაქვს სათქმელი და ამას სხვადასხვა შეხვედრის ფორმატებში, ნელ-ნელა გეტყვით. ვფიქრობ, მე-5 მოწვევის საკრებულო გამორჩეული იყო საქმიანობით და ურთიერთობებით. ასეთი გამონათქვამია და ამ სიტყვებით დავასრულებ - მაქვს პატივი, რომ გიცნობდეთ", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს ჩატარდება, რომელზეც გიორგი ალიბეგაშვილს საკრებულოს წევრობა შეუწყდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics