|
2017-11-06 11:21:29, 1719 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
თიბისი გალერეაში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი" მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით. წელს კონკურსის წარმდგენი იყო თიბისი ბანკის #1 ბარათი, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. წლევანდელი კონკურსი ფონდმა 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა. წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში. გამოფენის პარალელურად, ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები პროექტების შესახებ, რის შემდეგაც საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები გამოავლინა. გრანპრის მფლობელები გახდნენ თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები - პროექტით „კურკუმინისსაფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება". პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. I ადგილი დაიკავეს და 5000 ლარის ფულადი ჯილდო ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლეებმა მიიღეს პროექტისთვის „მანძილის მზომი რობოტი" II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ 165-ე საჯარო სკოლისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები პროექტით ,,ჭკვიანიურიკა" III ადგილი დაიკავეს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა, პროექტისთვის - ,,უჩინარის მაჩინარი" -მოზაიკური ეკრანი ,,შლიერენის"გამოსავლენად. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEFამერიკის შეერთებულ შტატებში. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" ადმინისტრირებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2010 წლიდან ახორციელებს. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიაზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. კონკურსის დაარსებიდან დღემდე წარდგენილი 368 საკონკურსო განაცხადიდან 49 პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა და გამოგონებად ჩაითვალა. წელს კონკურსში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. საკონკურსო განაცხადებიდან 20 საქართველოს რეგიონებიდან იყო წარმოდგენილი (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 27 თბილისიდან. კონკურსზე 10 ექსპერტისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია მუშაობდა.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)