20:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 12:22:31, 2031 ნახვა

საზოგადოება
მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიაში გაემგზავრა.

მჯდომარე ფრენბურთში ეროვნული ნაკრების წევრი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა, ასევე გულშემატკივრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს და წარმატებები უსურვეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ჩემპიონატში ევროპის 13 ქვეყნის გუნდები და პარასპორტსმენები მონაწილეობენ. საქართველოს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან იასპარეზებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics