19:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 15:19:48, 1875 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის, ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მზად ვართ

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო–ესტონეთის ბიზნეს–ფორუმზე, ესტონური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო გააცნო.

პრემიერის თქმით, საქართველოში საქმიანობის დასაწყებად კარგი საფუძველი არსებობს.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  2015 წელს ესტონური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ექვსჯერ, ხოლო 2016 წელს 52%-ით გაიზარდა.

მისივე ინფორმაციით,  2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ბრუნვა  თითქმის 6%-ით გაიზარდა.

„მართალია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობა მცირეა, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იმედისმომცემია და არსებობს ზრდის საკმარისზე მეტი შესაძლებლობა.

გამოვთქვამ იმედს, რომ დღევანდელი ფორუმი იქცა განსაკუთრებულ პლატფორმად საქართველოში არსებული ახალი შესაძლებლობების შესასწავლად და ახალი ბიზნეს ინიციატივების წამოსაწყებად. ჩვენი მთავრობა მზად არის ჩვენს ქვეყანაში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას და მტკიცე ეკონომიკური პარტნიორობის შექმნას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“,–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics