06:10 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:49:02, 1834 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: ოპოზიციამ უნდა უპასუხოს მარტივ კითხვას - უნდათ საკონსტიტუციო ცვლილებები, თუ არა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში კვირის ბოლოსთვის იგეგმება.

 „ცვლილებების ინიცირებას ამ კვირაში ვაპირებთ. ეს არის ოთხი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარეობს - ბონუსის გაუქმება 2024 წლიდან, ბლოკების დაშვება ერთჯერადად 2020 წელს, რელიგიის თავისუფლების მუხლის კორექტირება და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის კორექტირება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა უპასუხოს:

„ოპოზიციამ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი, მე არ მაქვს პასუხი გასაცემი, მათ აქვთ პასუხი გასაცემი - უნდათ ეს ცვლილებები, თუ არ უნდათ. ეს ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ მათთან. მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულებაა და კიდევ ერთხელ თქვან, უნდათ თუ არ უნდათ ცვლილებები და მერე გადაწყვიტონ ბოიკოტზე გადიან თუ არ გადიან. მე მგონი ამაზე კითხვებიც არ ჩნდება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics