|
2017-10-29 12:44:05, 2044 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა ხონის ჩასახლებში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს. უწყების ინფორმაციით, პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს. საქველმოქმედო ფონდმა „გორმედმა“ პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი „Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა. ბავშვების მამის თქმით, მანქანა მათთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იქნება და ოჯახს მცირე მეწარმეობის დაწყებასა და შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება. დევნილმა ოჯახმა მანქანასთან ერთად, კომპანია „Gulf“-სგან 1000 ლიტრი საწვავის ვაუჩერიც მიიღო საჩუქრად. „Elit Electronics“-ის გადაწყვეტილებით კი, პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ. მომავალში, კომპანია „Gulf“ დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, მათ შორის პირველების ოჯახს საკუთრებაში სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები გადაეცა. დაკანონების პროცესის პარალელურად ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც მოხდა. სამინისტრო მადლობას უხდის კერძო სექტორს დევნილი ოჯახისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის და კიდევ ერთხელ ულოცავს პირველების ოჯახს მე-10 შვილის შეძენას. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)