18:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 19:29:51, 2550 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, მაღაროს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  დაათვალიერა.

„მაღაროს ქუჩაზე 80 წელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2740 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, 774 გრძივ მეტრზე კი მოეწყო ბორდიურები. ასევე, ქუჩის ბოლოში აშენდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი“, - აცხადებენ მერიაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 194 290 ლარი გამოიყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics