|
2017-10-27 09:57:12, 1700 ნახვა
საზოგადოება
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წიგნის „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც საპატიო თბილისელების ბიოგრაფიასა და ღვაწლს აღწერს, სტუმრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარუდგინა. ღონისძიებას, თბილისის საპატიო მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს მოქმედი წევრები და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს წევრობის კანდიდატები დაესწრნენ. „ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის გამორჩეული ადამიანების განსაკუთრებულ მოღვაწეობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ფასდაუდებელია იმ 273 საპატიო თბილისელის ღვაწლი დედაქალაქის და სამშობლოს წინაშე, რომლებზეც აღნიშნული წიგნი მოგვითხრობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. წიგნი „თბილისის საპატიო მოქალაქეები“ თბილისის მერის ინიციატივით გამოიცა და მასში მოთხრობილია ყველა იმ ადამიანის დამსახურებები, რომელთაც თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1979 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მიენიჭათ. წიგნში მხატვრულად არის გადმოცემული საპატიო თბილისელების ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც თბილისის შესახებ პატარა ისტორიებს წარმოადგენს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ღონისძიებას მუსიკალურად თბილისის „ბიგ ბენდი“ აფორმებდა. ტექსტის ავტორი ირაკლი სამსონაძე, გამოცემის დიზაინერი კი ირინა აბჟანდაძეა. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)