|
2017-10-25 17:20:45, 2161 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეამ საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლა
თიბისი გალერეამ საერთაშორისო პრინტ ფესტივალს LIFE- N- STYLE ' უკვე მეორედ უმასპინძლა. ფესტივალის წლვანდელი თემა და კნონცეფცია LIFE- N- STYLE ' - ცხოვრების სტილი იყო. ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშს, გერმანიის, ესპანეთის,თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის /ხელით ბეჭდვის პოპულარიზაცია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ლითოგრაფიის სახელოსნოები დედაქალაქსა და რეგიონში თითქმის აღარ არსებობენ, ხოლო ხელით ბეჭდვა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, უამრავ ნიჭიერ ხელოვანს რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენის შესაძლებლობა არ აქვს. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მხატვრებისთვის ხელით ბეჭდვის ტექნიკის შემსწავლელი სხვადასხვა ვორკშოფი და ტრეინინგი ჩატრადა. მხატვრებს გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობაც მიეცათ. ხელით ნაბეჭდი პრინტების გარდა, ფესტივალზე კერამიკის და ტექსტილის ნამუშევრები და სხვადასხვა ვიდეო და ფოტო ინსტლაციები იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა ასევე იხილეს ჩაის და ხელოვნების და ღვინის და ხელოვნების პრეზენტაციები. ფესტივალი ქუჩის გალერეის ფორმატით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე წარდგა. მან წელს სტარტი აგვისტოში, ქალაქ ბათუმში აიღო და შემდეგ მესტიაში, თელავსა და ოზურგეთში გადაინაცვლა. წლევანდელი ღონისძების ბოლო გაჩერება თბილისი იყო, სადაც 25 ოქტომბერს, ფესტივალი ღვინის ქახანაში დასრულდა. ფესტივალზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ LIFE- N- STYLE-ის ფეისბუქ გვედს Facebook.com/ LIFE N STYLE
(R)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)