14:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 16:08:44, 2094 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ვალკას მერს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ვალკას მერს, ვენტს არმანდს კრაუკლისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიაში  ქართული წარმოების ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ღვინის, და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის  შესაძლებლობების ზრდის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების არსებობის პირობებში საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის, აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრმა ქალაქ ვალკას მერს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს  ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა. 

როგორც ქალაქ ვალკას მერმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოსა და  ლატვიის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics