12:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 11:35:31, 1831 ნახვა

საზოგადოება
ISFED: საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში 20 შენიშვნაა დაფიქსირებული

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში 20 შენიშვნაა დაფიქსირებული. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

"სამართლიანი არჩევნები უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. ამასთან, ორგანიზაციის 99.7% დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.3% იყო მზად. საარჩევნო უბნების 99.7%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა.  საარჩევნო უბნების 2.7%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა" ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა, მარკირების პროცედურის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics