|
2015-05-02 09:36:02, 1006 ნახვა
სამხედრო
დასავლეთის სარდალმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთის სარდალი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული მოინახულა, რომლებიც გერმანიის შეიარაღებული ძალების „ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას გადის. პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო. მან სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და 24 ჯარისკაცი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" II და III ხარისხის მედლებით დააჯილდოვა. დასავლეთის სარდალმა გერმანული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი უვე ბუშერი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. „ვილდფლეკენის“ სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროები მომზადებას ივნისში დაასრულებენ. გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიან. ხუთთვიანი სწავლების განმავლობაში, ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც უტარდება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)